saWmeli sokoebi - vercxlisZira

Царство: Грибы
Отдел: Basidiomycota
Класс: Агарикомицеты
Порядок: Болетовые
Семейство: Болетовые
Род: Лекцинум
Вид: Подосиновик красный
Международное научное название: Leccinum aurantiacum

 

ვერხვისძირა - (ინგ. Leccinum aurantiacum) (რუს. Подосиновик красный)

სინონიმი: უცნობია.

ლექცინიუმის გვარის სოკო (Leccinum) ბოლეტუსიებრთა ოჯახისა (Boletaceae).

აღწერა

ქუდი დიამეტრით 4-15 (იშვიათად 30სმ-მდე)სმ, თავიდან ნახევრადსფეროსებრი, ფეხთან მჭიდროდ დაპრესილი კიდით, შემდეგ ბალიშისებური ამობერილი ფორმა, ადვილად შორდება ფეხისგან. კანი წითელი, ნარინჯისფერი ან მურა-წითელი, გლუვი ან ოდნავ ხავერდოვანი, არ შორდება.

რბილობი ხორციანი, მკვრივი, ქუდში ელასტიური, ასაკთან ერთად ხდება რბილი, ფეხში გრძივ-ბოჭკოვანი. გაჭრისას ფერი ტეთრი აქვს, ფეხის ქვედა ნაწილში მოლურკო, მალე ლურჯდება, შემდეგ შავდება. განსაკუტრებულად გამოხატული სუნის და გემოს გარეშე.

მილაკოვანი ფენა თავისუფალი, თეთრი, შემდეგ ხდება მურა-ნაცრისფერი, შესაძლოა ზეთისხილსფერი ან მოყვითალო ელფერით. მილაკები სიგრძით 1-3სმ პატარა კუთხოვან-მომრგვალებული ფორებით, ფოროვანი ზედაპირი შეხებისას მუქდება.

ფეხი სიგრძით 5-15სმ, სისქით 1,5-5სმ, ერთიანი, ხშირად ფართოვდება ქვედა ნაწილში. ზედაპირი მონაცრისფრო-თეთრი, დაფარულია გრძივ-ბოჭკოვანი ქერცლებით, თავიდან ისინი თეთრია, ასაკთან ერთად ხდებიან მურისფერი.

სპორების ფხვნილი ზეთისხილსფერ-ყავისფერი, სპორები (13-17) × (4-5)მკმ, გლუვი, თითისტარისებური.

ცვალებადობა

ქუდის ფერი დამოკიდებულია ზრდის პირობებზე: ალვის ტყეებში ნაცრისფერი ელფერი აქვს, სუფთა ვერხვებში - მუქი წითელი, შერეული ნარინჯისფერთან ან ყვითელ-წითელთან.

ნაირსახეობები

წითელი ვერხვისძირას სისტემატიკა არასაკმარისად კარგად არის შესწავლილი.

არსებობენ ფესვიანი ვერხვისძირების ნაირსახეობები, რომლებიც ტრადიციულად მიეკუთვნებიან L. aurantiacum-ის სახეობას, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ისინი უნდა მიეკუთვნებოდნენ სხვა სახეობას (იხ. ვერხვისძირები). Leccinum aurantiacum SENSU STRICTO ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: აგურისფერ-წითელი ქუდი; რბილობი გაჭრისას ხდება ჯერ მოწითალო, შემდეგ მოლურჯო-შავი; ჰიფების უჯრედებში მელცერის რეაგენტების მოქმედების შედეგად წარმოჩნდებიან პიგმენტური პოლიმერები.

ეკოლოგია და გავრცელება

დადგენილია, რომ თავისი გვარის წარმომადგენლების უმრავლესობისგან განსხვავებით, წითელ ვერხვისძირას არ აქვს ვიწრო პრიორიტეტები მიკორიზული (ფესვის) პარტნიორის არჩევისას, ის სიმბიოზშია ბევრ ფოთლოვან ხეებთან, ოღონდ არა წიწვოვანთან. ითვლება, რომ ეს სოკო უფრო ხშირად ბინადრობს ვერხვის და ალვის ხეებთან, იშვიათად ტირიფთან, შეუძლია ფესვი გაიკეთოს მუხასთან, წიფელთან, რცხილასთან,არყთან.

იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ახალგაზრდა ხეების ქვეშ, ფოთლოვან პატარატყეებში, ვერხვით დაბურულ ადგილებში გვხვდება უხვად. მშრალ ზაფხულში ჩნდება ნესტიან ვერხვის მაღალ ხეებთან. ყველაზე ხშირად ნაყოფს იძლევა იშვიათი ჯგუფებით ან ცალკეულად მდელოებზე და ტყის გზების გასწვრივ, ბალახში.

გავრცელებულია და ადგილადგილ უხვადაც გვხვდება ევრაზიის მთელ ტყიან ზონაში, ასევე ტუნდრაში ჯუჯა არყის ხეებს შორის. რუსეთში კარგად არის ცნობილი ევროპულ ნაწილში, ჩრდილოეთ-დასავლეთ რუსეთში, კავკასიაში, ურალში, დასავლეთ ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში. ჩრდილოეთამერიკული ვერხვისშირები, აღწერილი როგორც L. aurantiacum, სავარაუდოდ უნდა მივაკუთვნოთ სხვა სახეობებს.

სეზონი ივნისი ოქტომბერი. ვერხვისძირას ახასიათებს სამ ფენად გამოჩენა. პირველი ფენა („თავთავები“) ივნისის ბოლოდან ივლისის პირველ რიცხვებამდე, მოდის ცოტა. მეორე ფენა „მკის“) ივლისის შუა რიცხვებში, ნაყოფიერება შედარებით უხვი. მესამე („ფოთოლცვენის“) აგვისტოს შუიდან სექტემბრის შამდე, ნაყოპიერება უფრო ხანგრძლივი და მასიური. ფენებს შორის და შემდეგ, ოქტომბრის შუამდე, შეიძლება შეგვხვდეს ერთეული ნაყოპის გამოჩენა, განსაკუთრებით ნოტიო ზაფხულში, როცა ფენები სუსტად არის გამოხატული.

საკვები ღირებულება

კარგად ცნობილი საჭმელი სოკო, ბევრი ღირებულებით მეორე ადგილზე აყენებს თეთრი სოკოს მერე. გამოიყენება ახალმოკრეფილი (მოხარშული, შემწვარი), გამხმარი და დაწნილებული სახით, დამარილებულიც. დამუშავებისას ჩვეულებისამებრ მუქდება, დაწნილებისას ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს. გამუქება რომ თავიდან ავიშოროთ ან შევამციროთ, სოკოები მომზადების წინ უნდა დავალბოთ 0,5% ლიმონის მჟავის ხსნარში.

დასავლეთევროპელი ავტორები გვირცევენ ფეხები მოვაშოროთ, რადგანაც მაგარი კონსისტენცია აქვთ.

სამეცნიერო სინონიმები:

Boletus aurantiacus BULL. 1785 basionym და სხვ.

რუსული სინონიმები:

წითელი სოკო,

წითელთავა,

წითელა

(მიეკუთვნებიან აგრეთვე ამ გვარის სხვა სახეობებს, იხ. ვერხვისძირა).